среда, 4 ноября 2009 г.

თამბაქოსაგან თავისუფალი კლასი














პროექტის სახელი:
თამბაქოსაგან თავისუფალი კლასი

პროექტის მოკლე აღწერა: დაინახონ მოსწავლეებმა რომ ნიკოტინი დამღუპველ ზემოქმედებას ახდენს მათ ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე, გაიაზრონ რომ სწორი გზა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებაა.

პროექტის სრული აღწერა: ჩემი სადამრიგებლო კლასია XI-ა, რომელშიც 27 მოსწავლეა და მათ მრავალი პრობლემა აწუხებტ, თუ როგორ გადაწყდება ისინი ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული მათ მომავალ ცხოვრებაში. ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, რომ ისინი შეეჩვევიან ცხოვრების ჯანსაღი წესის უარყოფას, უჭირთ არ მოწიონ სიგარეტი, კარგად გააცნობიერონ ნიკოტინის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის დამღუპველი ზემოქმედება ადამიანის ცხოვრებაზე.
კლასში ვაჟების უმრავლესობა სიგარეტს ეწევა, რაც სკოლის შინაგანაწესით სასტიკად აკრძალულია, ამიტომ ისინი უნებართვოდ ტოვებენ გაკვეთილებს და სიგარეტის მოსაწევად საპირფარეშოშიან სკოლის შენობის გარეთ გადიან, რაც ითვლება სკოლის დისციპლინის დარღვევად, რის გამოც ისინი აწყდებიან დისციპლინასთან დაკავშირებულ პრობლემებს (მათი ამგვარი ქცევა დისციპლინარულ გადაცდომად კვალიფიცირდება. ამასთან ერთად ისინი ჯერ მოზარდები არიან, მათი ორგანიზმი ჩამოუყალიბებელია და ნიკოტინი დამღუპველად იმოქმედებს მათზე. მართალია მოსწავლეები არ ეტანებიან ალკოჰოლსა და ნარკოტიკს, მაგრამ კარგი იქნება თუკი გავატარებ პრევენციულ ზომებს.

მონაწილეთა ასაკი: 17-18 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 7 თვე(ოქტომბეი-მაისი)




პროექტის შესაძლო აქტივობები:
  1. პროექტის პრეზენტაცია (მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის მიზნებს, ამოცანებს და ღონისძიებებს)
  2. გულახდილი საუბარი პროექტით დასმულ პრობლემაზე (მთელ კლასთან)
  3. შეხვედრა მშობლებთან - მინი კვლევა, დანართი N1
  4. კვლევის სედეგების შეჯამება (მოვახდენ კვლევის სედეგების შეჯამებას, რაც დამეხმარება პროექტის ეფექტურად წარმართვაში)
  5. ტრენინგი N1 (მთელ კლასთან) თემა- თამბაქო ჯანმრთელობის მტერი (გამოყენებული მასალა ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი და მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა" - საქ. განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ფედერაცია გადავარჩინოთ ბავშვები usad)
  6. ,,ერთი დღე უსიგარეტოდ" - ვისუნთქოთ ჯანსაღი ჰაერი - ექსკურსია მარტვილი-ნოქალაქევი-ზუგდიდი (დაგეგმილი სპორტული თამაშებით და საინტერესო აქტივობებით)
  7. მოთხრობის წაკითხვა-გარჩევა - ,,არჩევანი მე"
  8. ტრენინგი N2 (მთელ კლასთან) თემა ,,ალკოჰოლის მავნებლობა"
  9. ფოტოკონკურსი (მოსწავლეები გადაიღებენ და მოიძევენ ფოტოებს) ,,გვახსოვდეს, რომ ეს საზიანოა"
  10. ტრენინგი N3 თემა ,,ნარკომანია"
  11. სპექტაკლის ნახვა-გარჩევა ,,მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი"
  12. სპორტული ღონისძიება ,,დავიხარჯოთ ჯანსაღად" (მონაწილეობას მიიღებს მთელი კლასი, მასწავლებლები და მშობლები)
  13. ფილმი/დისკუსია (მოხდება ფილმის ჩვენება მავნე ჩვევების თემაზე, დასასრულს მოეწყობა დისკუსია)
  14. ,,ჩვენ და ნიკოტინი" გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ნიკოტინისადმი (ნახატი, ლექსი, ჩანახატი სიმღერა)
  15. მონიტორინგი - სისტემატიურად
  16. ექსკურსია ფშავ-ხევსურეთში (დაგეგმილი იქნება ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისტული აქტივობებით)

მოსალოდნელი შედეგები:
  • მოსწავლეები კარგად დაინახავენ და გააცნობიერებენ, რა საშიშია ნიკოტინზე, ნარკოტიკზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულება.
  • მოიშლიან ნიკოტინის მოხმარების მავნე ჩვევას.
  • ამაღლდება დისციპლინა კლასში.
  • მოსწავლეები პროპაგანდას გაუწევენ სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესებს და დაეხმარებიან სხვებსაც.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან კავშირი: ბიოლოგია,ქართული, ხელოვნება, ისტორია.
პროექტის ფასილიტატორი: მაკა ჭელიძე
ელ.ფოსტა:chelidzemaka4@gmail.com